ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნები წარიმართოს გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ
ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნები წარიმართოს გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ

არც ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღესდღეობით არის ინიცირებული და მიღებული, არ არის მიმართული გარკვეული ზონების ნეგატიურ ჭრილში განხილვისთვის ან ნეგატიური ცვლილებების მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები გაიმართოს ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში.

„აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვამტკიცებ იმას, რომ არც ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღესდღეობით არის ინიცირებული და მიღებული, არ არის მიმართული გარკვეული ზონების ნეგატიურ ჭრილში განხილვისთვის ან ნეგატიური ცვლილებების და შედეგების მიღებისთვის.

ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპონენტში, ამ კომპონენტშიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დამკვირვებლებსაც ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო და არ შევუშალოთ ამ პროცესს ხელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოქტომბრის არჩევნები წარიმართოს გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს.