ეკატერინე ტიკარაძე - მივმართავთ ყველა ზომას, რომ არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია
ეკატერინე ტიკარაძე - მივმართავთ ყველა ზომას, რომ არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია

სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან, ის გადაყვანილია ინფექციურ კლინიკაში.

„საბაჟოზე მესაზღვრეებმა შეამოწმეს მოქალაქეები. მესაზღვრეები ეკიპირებული იყვნენ, რადგან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ასრულებენ ჩვენ ყველა მითითებას, რაც ამცირებს რისკს. მიუხედავად ამისა, ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც, ისინი გადაყვანილი არიან საკარანტინო ზონაში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ინფექციურში მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მინდა, დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი ვინაიდან, მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის გვაქვს საკმარისი საკარანტინე, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფო სივრცეები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი