ეკატერინე ტიკარაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ეს არის პანდემიის მართვის პერიოდში უპრეცედენტო და ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება
ეკატერინე ტიკარაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ეს არის პანდემიის მართვის პერიოდში უპრეცედენტო და ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება

მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ეს არის პანდემიის მართვის პერიოდში ნამდვილად უპრეცედენტო და ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ გადმოცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და ამერიკის მთავრობას პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის.

„ემოციური საღამოა ჩვენთვის ყველასთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას. ეს არის პანდემიის მართვის პერიოდში ნამდვილად უპრეცედენტო და ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც მივიღეთ. პამდემიის მართვის პერიოდში ჩვენ არაერთი დახმარება მიგვიღია ამერიკის მთავრობისგან, რისთვისაც ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი დააფასებს ამ დახმარებას და შესაბამისი მოქმედებებით და ღონისძიებებით ჩვენ ყველანი აქტიურად ჩავერთვებით აცრების მასიურ კამპანიაში. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უზრულველყოფს ყველა იმ საჭირო პირობას, რათა თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს მისი აქტიურობისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში ჩამოვიდა.

დატოვე კომენტარი