ეკატერინე ტიკარაძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ამ დროისთვის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს
ეკატერინე ტიკარაძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ამ დროისთვის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს

პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ინსტრუმენტული კვლევა და მედიკამენტოზური დახმარება უზრუნველყოფილია.

„ზოგადად, ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციის გაცემას, რადგან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ დროისთვის, ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.