ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ წამლის რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება პროცესს უფრო მოქნილს გახდის
ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ წამლის რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება პროცესს უფრო მოქნილს გახდის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ წამლის რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება ამ პროცესს უფრო მოქნილს გახდის.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც მედიკამენტის რეგისტრაციით დაინტერესებული კომპანია ვერ ახდენდა ვადაში დოკუმენტების წარმოდგენას, რის შემდეგაც მას განმეორებით უწევდა დოკუმენტების შემოტანა.

„მივიჩნევთ, რომ ამით უფრო მოქნილი გავხადეთ რეგისტრაციის პროცესი და შესაბამისად, ჩვენს სისტემასაც მივეცით საშუალება, რომ დეტალურად შეისწავლოს ყველა დოკუმენტაცია. თქვენ იცით, რომ საქართველოში ყველა მედიკამენტი მოწმდება მხოლოდ დოკუმენტურად და არა ლაბორატორიულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შემდგომში შემოწმდეს ლაბორატორიულადაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პარლამენტი მედიკამენტების რეგულირების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც წამლის რეგისტრაციის ვადა 10 დღის ნაცვლად 30 დღემდე გაიზრდება.