ეკატერინე ტიკარაძე - მცირე კლინიკებში პრობლემაა პერსონალის რიცხოვნობა, რაც მათი დახურვის მიზეზი ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ დახურულან, იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში
ეკატერინე ტიკარაძე - მცირე კლინიკებში პრობლემაა პერსონალის რიცხოვნობა, რაც მათი დახურვის მიზეზი ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ დახურულან, იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფექციის კონტროლის სწორი მართვა ყველა კლინიკის ვალდებულებაა და ის მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება.

მისივე თქმით, ბოლო ექვსი თვეა, რეგულირების სააგენტოს მხრიდან მიმდინარეობს მონიტორინგი და შესწავლილია ყველა კლინიკის საშუალებები.

„ინფექციის კონტროლის სწორი მართვა, ეს არ არის მხოლოდ კოვიდის გამოწვევა. ეს ისწავლება და ასევე ხორციელდება ყველა კლინიკაში და ეს არის გარკვეული ვალდებულებაც. ყოველივესთან დაკავშირებით, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს ბოლო 6 თვის მანძილზე რეგულირების სააგენტოს მხრიდან და არის დეტალურად შესწავლილი ყველა კლინიკის საშულებები.  მათ აქვთ მიცემული არაერთხელ გარკვეული მითითები, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული კლინიკების მხრიდან“ , – განაცხადა ტიკარაძემ, რითაც უპასუხა კითხვას, „რამდენად არიანს კლინიკები მზად კორონავირუსის მართვისთვის, რადგან ხშირად იხურებიან“.

მინისტრის განმარტებით, იკვეთება, რომ მცირე კლინიკებში პრობლემაა პერსონალის რიცხოვნობა, რაც მათი დახურვის მიზეზი ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ დახურულან, არამედ  საკარანტინო რეჟიმში იმყოფებიან.

„რაც შეეხბა კლინიკების დახურვას, ჩვენ ძირითად პრობლემა გვაქვს იმ პერსონალის რიცხოვნობასთან, რომელიც არის დასაქმებული კლინიკებში. სწორედ ამიტომ, ჩვენს სტრატეგიულ ნუსხაში არიან ის კლინიკები, ვისაც აქვს საშუალება და იმის რეზერვი, რომ მოახდინონ პერსონალის ცირკულაცია სწორედ, რათა არ მოხდეს პერსონალის დაინფიცირება ან დაინფიცირების შემთხვევაში, არ მოხდეს დარღვევა იმ სერვისების მიწოდების უწყვეტობის, რომელიც დღეს დღეობით ძალიან მნიშვნელოვანია. იკვეთება, რომ პატარა და მცირე ზომის კლინიკების შემთხვევაში არის პრობლემა პერსონალის რიცხოვნობა, რაც ხდება შემდგომში მათი დახურვის მიზეზი, თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ არიან დახურული, ისინი იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმზე“ , – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, კითხვაზე, თუ რატომ შეამცირა სამინისტრომ პირბადეების შეკვეთა, ტიკარაძემ ასე უპასუხა: „შეკვეთა განხორციელდა მარტის თვეში, როდესაც ჩვენ არ გვყავდა ალტერნატიული მომწოდებლები, თუმცა როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, მუდმივად ვახორციელებთ, როგორც მომწოდებლების, ასევე შეკვეთებისა და მომწოდებლების ნუსხის გაფართოებას. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევარჩიეთ სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებლად საჭირო პირბადეების მომწოდებელი, ჩვენ დავაკორექტირეთ ეს შესყიდვა. შესყიდვის დაკორექტირება მოხდა 4 აპრილს და ეს ყოველივე მაცნეზე აიტვირთა 8 აპრილს“ , – აღნიშნა ტიკარაძემ.