ეკატერინე ტიკარაძე - მაქსიმალურად ვეცდებით, თითოეული შემთხვევა ლოკალურად ისე იმართოს, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო
ეკატერინე ტიკარაძე - მაქსიმალურად ვეცდებით, თითოეული შემთხვევა ლოკალურად ისე იმართოს, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო

მაქსიმალურად ვეცდებით, თითოეული შემთხვევა ლოკალურად ისე იმართოს, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო, რათა ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, სემესტრი ჩვეულ რეჟიმში დაამთავრონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სკოლების შესაძლო დახურვის საკითხზე კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, სკოლების დახურვის საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს ამ ეტაპზე არ უმსჯელია.

„სკოლებთან დაკავშირებით საბჭოს ჯერ არ უმსჯელია. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი ბავშვების განათლება. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდებით, ლოკალურად ისე იმართოს თითოეული შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა გახდეს ყველაზე ბოლო ეტაპზე საჭირო, რათა ჩვენს ბავშვებს საშუალება მიეცეთ, ეს სემესტრი ჩვეულ რეჟიმში დაამთავრონ. მაშინ, როდესაც არის პანდემია, პროიორიტეტული რჩება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ პრიორიტეტების დაცვით მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი