ეკატერინე ტიკარაძე - ლილოს ბაზრობაზე ჩატარდა 3800 ადამიანის გამოკვლევა და აქედან კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა
ეკატერინე ტიკარაძე - ლილოს ბაზრობაზე ჩატარდა 3800 ადამიანის გამოკვლევა და აქედან კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე უკვე ჩატარდა 3800 ადამიანის გამოკვლევა და აქედან კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, კორონავირუსზე ტესტირება სხვა ბაზრებზეც ტარდება, თუმცა ამ ეტაპზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება.

„ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას. ასევე, გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები შეგროვდება ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. ე.წ.  დინამოს  ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობაზე დავგეგმავთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა მინისტრმა.