ეკატერინე ტიკარაძე - ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში
ეკატერინე ტიკარაძე - ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში

ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

„ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი, როგორია ავადობა მოსახლეობაში ასაკობრივ ჭრილში. ასევე, როგორია ვაქცინაცია ასაკობრივ ჭრილში. გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი. ჩვენ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 80-70 წლის ზემოთ მოქალაქეებში. ასევე, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში. როდესაც ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას და ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზემოთ. მნიშვნელოვანია, იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობასა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომლებიც გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც გვაქვს მაღალი რისკები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი