ეკატერინე ტიკარაძე - კვირის ბოლოს რუხის კლინიკა 100 პაციენტის მიღებას შეძლებს
ეკატერინე ტიკარაძე - კვირის ბოლოს რუხის კლინიკა 100 პაციენტის მიღებას შეძლებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოს რუხის კლინიკა 100 პაციენტის მიღებას შეძლებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ზუგდიდის კლინიკის სრული მობილიზაცია.

„კვირის ბოლოს კლინიკას ექნება საშუალება, მიიღოს პაციენტების გარკვეული რაოდენობა და ეს არის დაახლოებით 100 პაციენტი. უკვე შემდეგ კვირებში ვახორციელებთ ამ კლინიკის გაცილებით უკეთეს აღჭურვას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ 200-დან 250 პაციენტამდე ვმართოთ ზუგდიდში, რუხის კლინიკაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.