ეკატერინე ტიკარაძე - კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს და გაიარონ კონსულტაციები
ეკატერინე ტიკარაძე - კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს და გაიარონ კონსულტაციები

კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და შესაბამისად დაგეგმონ მათ შემდგომი ვიზიტი, როგორც ექიმთან, ასევე სტანციონარში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დისტანციურ სერვისებში თბილისში უკვე ჩართულია ოთხი კლინიკა და ისინი წარმატებით მუშაობენ.

„დამატებული არის 21 კლინიკა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შემომავალი ზარი. დღეს მიმდინარეობს ამ ზარების განხორციელების საბოლოო ტესტირება. კვირის ბოლოდან ჩვენ პაციენტებს, ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და შესაბამისად, დაგეგმონ მათ შემდგომი ვიზიტი – როგორც ექიმთან, ასევე სტაციონარში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.