ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფიცირებული პაციენტები დღეს განთავსებული არიან ცხრა კლინიკაში, სულ მობილიზებულია 29 კლინიკა
ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფიცირებული პაციენტები დღეს განთავსებული არიან ცხრა კლინიკაში, სულ მობილიზებულია 29 კლინიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტები დღეს ცხრა კლინიკაში არიან განთავსებული.

მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის მართვისთვის ქვეყანაში მობილიზებულია 29 კლინიკა, რომლებიც დეტალურად არის შესწავლილი.

„ამ ეტაპისთვის, საქარველოში მობილიზებული არის 29 კლინიკა, რომელიც დეტალურად არის შესწავლილი როგორც მისი ხარისხობრივი კუთხით, ასევე უზრუნველყოფილია ყველა იმ საჭირო ტექნიკური ინვენტარით, რომელიც მათ „კოვიდინფექციის“ მართვისთვის სჭირდებათ. დღესდღეობით პაციენტები განთავსებული არიან მხოლოდ ცხრა კლინიკაში, ვინაიდან იმ მოცულობიდან გამომდინარე, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არის, სხვა დამატებითი კლინიკები ჯერ არ დატვირთულა“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.