ეკატერინე ტიკარაძე - „კოვიდ-19“-მა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში ხარისხის ამაღლება და მეტი გამჭვირვალობა
ეკატერინე ტიკარაძე - „კოვიდ-19“-მა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში ხარისხის ამაღლება და მეტი გამჭვირვალობა

„კოვიდ-19“-მა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში ხარისხის ამაღლება და მეტი გამჭვირვალობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წლის შეჯამებისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წელს საქართველოსთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევა იყო კორონავირუსის პანდემია.

„მთელი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის გამოწვევა იყო „კოვიდ-19“. აქედან გამომდინარე, რთულია ითქვას, თუ რა იყო სხვა დამატებითი გამოწვევა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჯანდაცვს სამინისტრომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, შეძლო საჭირო ცვლილებების გატარება იმ ზომიერების ფარგლებში, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს იყო შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხედვა კვლავ უცვლელი დარჩება: თანმიმდევრული ნაბიჯები, რეფორმა. ასევე, ჩვენ „კოვიდ-19“-მა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში ხარისხის ამაღლება და მეტი გამჭვირვალობა, პირველადი ჯანდაცვის გლობალური რეფორმა. სწორედ ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მომდევნო წლის გამოწვევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.