ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსზე სწრაფი ტესტირების გამარტივება არ იგეგმება, რადგან არის საფრთხე, რომ პასუხებში იყოს ცდომილება
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსზე სწრაფი ტესტირების გამარტივება არ იგეგმება, რადგან არის საფრთხე, რომ პასუხებში იყოს ცდომილება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სწრაფი ტესტირების გამარტივება არ იგეგმება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის „სიდისის“ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

გამარტივევების გზით წასვლის უფლება არ გვაქვს, რადგან აქ გვაქვს გარკვეული საფრთხე იმის, რომ დადასტურების ან არდადასტურების შემთხვევაში იყოს დიდი ცდომილება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ ხარისხს და სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი არის ტესტირების ხარისხი და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსავალი“, – განაცხადა მინისტრმა.