ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ. ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ გაიმართება მოლაპარაკებები და გადაწყვეტილება შემდეგ გახდება ცნობილი.

„დღევანდელ ეტაპზე, კოვიდინფექციაზე მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა მოსაზრებები არსებობს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ, როგორც ონლაინმომსახურებაში, თავად ონლაინ ხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ და ეს საკითხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი