ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ინფექცია არის გლობალური გამოწვევა, არ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ინფექცია არის გლობალური გამოწვევა, არ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები

კორონავირუსის ინფექცია არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისარგბლოთ ამით და გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას, სადაც ისინი ადგილობრივი მოსახლეობას პირბადეებს ურიგებდნენ.

„კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია, რომელიც აქციის შემთხვევაში იყო დარღვეული და ეს არღვევს ადამიანებზე ზრუნვას, უქმნის გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს მათ. დავამშვიდებ ზუგდიდის მოსახლეობას, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ეს ზრუნვა, პირბადეების გარდა, გამოიხატება იმაში, რომ რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია მიმდინარეობს, რომელსაც  უახლოეს დღეებში ვნახავ, სადაც მობილიზებული იქნება სარკარანტინე სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. ზუგდიდიც და სამეგრელოც, ისევე როგორ აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც სხვა მოქალაქეებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ზუგდიდის ცენტრში ადამიანები შეკრიბა.