ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ფაქტი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, დროულად იყო აღმოჩენილი, კონტაქტები არ გავრცელებულა
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ფაქტი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, დროულად იყო აღმოჩენილი, კონტაქტები არ გავრცელებულა

კორონავირუსის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა, დროულად აღმოვაჩინეთ, რამაც მოგვცა საშუალება, რომ კონტაქტები არ გავრცელებულა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიმდინარე წლის იანვრიდან უწყებათაშორისი კომისია კოორდინირებულად მუშაობს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გუშინდელ დღემდე კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა საქართველოში.

„ვადასტურებ, რომ 28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო ძალიან კოორდინირებულად მუშაობს. მადლობას ვუცხადებ ყველა ორგანოს, რომელიც ჩვენთან ასე ხარისხიანად და ეფექტურად თანამშრომლობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გუშინდელ დღემდე საქართველოში ​კორონავირუსის გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა, იყო დროულად აღმოჩენილი, რამაც მოგვცა საშუალება, რომ აღარ მომხდარა შემდგომი კონტაქტების გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.