ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, მათგან ხუთი გარდაიცვალა
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, მათგან ხუთი გარდაიცვალა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება ელჩებთან და მათგან იღებს ინფორმაციას.

„ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნკაციაზე როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 35 ქართველ მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ19“-ის ინფექცია, რომელთაგან, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ხუთი მოქალაქე გარდაიცვალა. ეს რიცხვიც მუდმივად მზარდია და ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.