ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკებისთვის დავალიანების ანაზღაურება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკებისთვის დავალიანების ანაზღაურება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის დავალიანების ანაზღაურება მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეტაპობრივად აღმოიფხვრება ყველა ხარვეზი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა.

„გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს. რიცხვი არის ცვლადი, ვინაიდან დავალიანებების ანაზღაურება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან და ხარვეზები, რაც იყო, ეტაპობრივად აღმოიფხვრება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი