ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ვირუსის გავრცელების ნებისმიერი მასშტაბისა და ტალღისთვის
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ვირუსის გავრცელების ნებისმიერი მასშტაბისა და ტალღისთვის

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველის მთავრობა მზად არის, ვირუსის გავრცელების ნებისმიერი მასშტაბისა და ტალღისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველოში 14 ივნისის შემდეგ შიდაგადაცემის ფაქტები აღარ ყოფილა.

„არასტაბილური სტატისტიკა არის ჩვეულებრივი მოვლენა ვირუსის გავრცელების პერიოდში, ვინაიდან, ვირუსს არ ახასიათებს წინასწარი შეთანხმებები. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველის მთავრობა არის მზად, ვირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისთვის და ტალღისთვის. ძირითადი ინფიცირებულები გვყავს საკარანტინო სივრცეებიდან და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს სტატისტიკა ღელვის საბაბს არ უნდა წარმოადგენდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაიხსნება აუზები და ფიტნეს დარბაზები.

„დღესდღეობით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დამატებით გაფართოებას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.