ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილნი, რათა საარჩევნო პროცესს არანაირი რისკი არ შეექმნას
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილნი, რათა საარჩევნო პროცესს არანაირი რისკი არ შეექმნას

ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები, რათა საარჩევნო პროცესს არ შეექმნას არანაირი რისკი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან და ცესკო-სთან.

„ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილნი, რათა საარჩევნო პროცესს არ შეექმნას არანაირი რისკი და ყველა მოქალაქემ შეძლოს, დააფიქსიროს თავისი სურვილი იმასთან მიმართებით, როგორი მთავრობა და ხელისუფლება წარმოუდგენია მას შემდეგი ოთხი წლის მანძილზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.