ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ინფიცირებულების რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს
ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ინფიცირებულების რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კოვიდინფიცირებულების რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს. მისივე ინფორმაციით, დღის ბოლომდე დამატებით გარკვეული რაოდენობის საწოლების მობილიზება მოხდება.

„ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ინფიცირებულების რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს. ასევე, საყურადღებოა, რომ საწოლების რაოდენობა არის 5 868, დღესდღეობით წევს 5 319 პაციენტი, ტრიაჟში იმყოფება 257 პირი, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა არის 227.

დღის ბოლომდე კიდევ ვამატებთ საწოლებს, იქნება 5 952. ყოველდღიურ ღეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზნებისთვის. შესაბამისად, დღეს საღამოს ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად, 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი