ეკატერინე ტიკარაძე - იმ მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, ავტობუსები დაემატება
ეკატერინე ტიკარაძე - იმ მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, ავტობუსები დაემატება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ სთხოვს, ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

ტიკარაძის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველაზე ეფექტური ხერხი სწორედ სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური დისტანცირებაა.

„სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური დისტანცირება – ეს არის ყველაზე ეფექტური ხერხი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ოჯახის წევრები ვირუსის გავრცელებას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ტიკარაძის თქმით, ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, იმ მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობაა, ავტობუსები დაემატება.

„ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ სტატისტიკას, თუ როგორი ნაკადებია მუნიციპალურ ტრანსპორტში. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ რეგიონებში და იმ მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, ავტობუსები იქნება დამატებული“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი