ეკატერინე ტიკარაძე - გვაქვს ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში განხორციელდება შეზღუდვები, რაც ხვალ გახდება ცნობილი
ეკატერინე ტიკარაძე - გვაქვს ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში განხორციელდება შეზღუდვები, რაც ხვალ გახდება ცნობილი

პიკთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, იცით, რომ მთავრობა გადის კონსულტაციას შეზღუდვებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი არის, არ დაველოდოთ პიკს, არამედ მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება, რათა ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს, განაგრძოს მუშაობა მის ჩვეულ რეჟიმში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არის ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში შეიძლება, განხორციელდეს შეზღუდვები და ისინი ხვალ გახდება ცნობილი.

„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან. გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ვთავაზობთ მთავრობას და ეპიდემიოლოგები, ექსპერტები სთავაზობენ თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობას, არ გულისხმობს იმას, რომ ამის შემდეგ ველოდებით მნიშვნელოვან შემცირებას ინფიცირების რაოდენობის. ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით კლების პროცენტის, როგორი იქნება შედეგი, აქედან გამომდინარე ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ ჩვენ შეიძლება, შემოვიღოთ ან მეტად უფრო გამკაცრებული სქემა ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა.

ჩვენ ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას, თუ რა ტიპის შეზღუდვები და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი