ეკატერინე ტიკარაძე - გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ვინაიდან არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია
ეკატერინე ტიკარაძე - გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ვინაიდან არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.​

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის.

„რა თქმა უნდა, როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარკვეული დაგვიანება. თუმცა ჩვენ არა გვაქვს პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის.

ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე, შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში და ჩვენც როგორმე გადავიტანთ ამ ვირუსს“, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი