ეკატერინე ტიკარაძე - გეგმური ოპერაციები შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში გადანაწილდება
ეკატერინე ტიკარაძე - გეგმური ოპერაციები შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში გადანაწილდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გეგმური ოპერაციები მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში გადანაწილდება და აღნიშნულ პერიოდში შეფერხებები არ იქნება.

„გეგმური ოპერაციები გადასულია ოთხთვიანი მოლოდინის რეჟიმზე, რომლებსაც შეფერხებები ამ პერიოდის განმავლობაში არ ექნება. უბრალოდ, მათი გადანაწილება მოხდება შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში, რაც ასევე უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.