ეკატერინე ტიკარაძე - გაზაფხულზე ყოველდღიურად ტესტირების მაჩვენებელი თუ იყო დაახლოებით 400, დღეისთვის ეს მონაცემი 20 000-ს აღწევს
ეკატერინე ტიკარაძე - გაზაფხულზე ყოველდღიურად ტესტირების მაჩვენებელი თუ იყო დაახლოებით 400, დღეისთვის ეს მონაცემი 20 000-ს აღწევს

გაზაფხულზე ყოველდღიურად ტესტირების მაჩვენებელი თუ იყო დაახლოებით 400, დღეისთვის ეს მონაცემი 20 000-ს აღწევს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მოხდა ლაბორატორიული ქსელის მობილიზება, რის შედეგად ლუგარის ლაბორატორიის გარდა კერძო დაწესებულებებშიც ამოქმედდა PCR ტესტირება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციისთვის შეიქმნა ონლაინკლინიკები, ცხელების ცენტრები, საკარანტინო და ცხელების სასტუმროები, სადაც პაციენტები ხარისხიან მომსახურეობას იღებენ.

„მოვახდინეთ ლაბორატორიული ქსელის მობილიზება, რის შედეგად ლუგარის ლაბორატორიის გარდა კერძო დაწესებულებებშიც ამოქმედდა PCR ტესტირება. ტესტირების ნაწილში, ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს: თუ გაზაფხულზე ყოველდღიური ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 400, დღეისთვის ეს მონაცემი 20 000-ს აღწევს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი