ეკატერინე ტიკარაძე - გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა
ეკატერინე ტიკარაძე - გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა

გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოზე საუბრისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მიერ მოხერხდა  კლინიკებისადმი ფინანსური ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადების მოწესრიგება. 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებებს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის, ერთი თვის ვალდებულება გადავურიცხოთ წინსწრებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.