ეკატერინე ტიკარაძე - ფრთხილად ვმოქმედებთ, რათა რადიკალურმა განცხადებებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ საფრთხის შექმნის რაიმე რისკი არ წარმოქმნას
ეკატერინე ტიკარაძე - ფრთხილად ვმოქმედებთ, რათა რადიკალურმა განცხადებებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ საფრთხის შექმნის რაიმე რისკი არ წარმოქმნას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველივე დღეებიდან დგამს შესაბამის ნაბიჯებს, აქვს კომუნიკაცია მის ოჯახთან.

თუმცა, ტიკარაძის თქმით, ფრთხილად მოქმედებენ, რათა რადიკალურმა განცხადებებმა ექიმის მიმართ საფრთხის შექმნის რაიმე რისკი არ წარმოქმნას.

„სამინისტრო ჩართული არის პირველივე დღეებიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მის ოჯახთან კომუნიკაცია. რაც მოხდა, არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, „ექიმები საზღვრებს გარეშე”, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ამ კომუნიკაციაში ვართ ძალიან ფრთხილები, ისევ და ისევ ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ჩვენმა რადიკალურმა განცხადებებმა არ გამოიწვიოს რისკი, რომ ჩვენს ექიმს იქ რაიმე საფრთხე შეექმნას“ ,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.