ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ნახტომისებრი ზრდა არ ფიქსირდება, თუმცა ქვეყანა ამისგან დაზღვეული არ არის.

ამიტომ, ტიკარაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა რეგულაცია მკაცრად დაიცვან.

„გაძლიერებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურის მოქმედება. მე ვგულისხმობ უპირველესად, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ეპიდემიოლოგების ჯგუფს და შრომით ინსპექციას, რომელიც ადგილზე ამოწმეებს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს როგორც ეკონომიკურ სექტორში, ასევე ჩვენს მოსახლეობასთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის ასევე ჩართულია საპატრულო პოლიცია, რათა ჩვენ მოგვეცეს მეტად ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარების საშუალება. ნამდვილად საყურადღებოა, არ არის მარტივი მდგომარეობა. ბატონმა ამირანმა როგორც აღნიშნა, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა, თუმცა თუ ეს ყოველივე ასე გაგრძელდა, დაზღვეულები არ ვართ. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან მკაცრად მოხდეს ყველა იმ რეგულაციის დაცვა, რომელიც ჩვენ მიერ არის მოწოდებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი