ეკატერინე ტიკარაძე - ე.წ. ცხელების კლინიკები საქართველოს ყველა რეგიონისთვის მომზადდება
ეკატერინე ტიკარაძე - ე.წ. ცხელების კლინიკები საქართველოს ყველა რეგიონისთვის მომზადდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ე.წ. ცხელების ცენტრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი კლინიკები საქართველოს ყველა რეგიონისთვის მზადდება.

„ცხელების კლინიკები მომზადებული იქნება საქართველოს ყველა რეგიონისთვის. დღესდღეობით კახეთის რეგიონში უკვე არის განსაზღვრული ცხელების კლინიკები და ჩვენს პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ ამ კლინიკებს. სია იქნება გამოქვეყნებული ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც და ასევე კოვიდის საინფორმაციო გვერდზე. დღესდღეობით ქვემო ქართლის რეგიონში ცხელების კლინიკების მობილიზაცია მიმდინარეობს. ეტაპობრივად, ყველა რეგიონში იქნება გამოყოფილი ასეთი კლინიკები და სულ მალე მოსახლეობას ექნება ამ სიის სრული ჩამონათვალი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.