ეკატერინე ტიკარაძე - დღის ბოლომდე კორონავირუსის მართვაში ჩაერთვება კიდევ ოთხი კლინიკა და მხოლოდ თბილისში 1 200 თავისუფალი საწოლი გვექნება
ეკატერინე ტიკარაძე - დღის ბოლომდე კორონავირუსის მართვაში ჩაერთვება კიდევ ოთხი კლინიკა და მხოლოდ თბილისში 1 200 თავისუფალი საწოლი გვექნება

დღის ბოლომდე კორონავირუსის მართვაში ჩაერთვება კიდევ ოთხი კლინიკა და მხოლოდ თბილისში ჩვენ გვექნება 1 200 თავისუფალი საწოლი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 4 ათასამდე საწოლია მობილიზებული.

„დღესდღეობით, საავადმყოფოებში 2 090 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, 500 პაციენტი ელოდება ტრიაჟის სივრცეში დადასტურებას არის თუ არა კოვიდინფიცირებული. კოვიდსასტუმროებში გვყავს 1 090 პაციენტი და დღეის მდგომარეობით, 4 ათასამდე საწოლია მობილიზებული საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, კოვიდსასტუმროებში ჩვენ გვაქვს 3 900-მდე საწოლი, რაც ასევე არის გადაფარული ექიმების ბრიგადებით და იქ მოთავსებული პაციენტები იღებენ ყველა დახმარებას. დღის ბოლომდე კორონავირუსის მართვაში ჩაერთვება კიდევ ოთხი კლინიკა და მხოლოდ თბილისში ჩვენ გვექნება 1 200 თავისუფალი საწოლი. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მუდმივად ცვლადი რიცხვი, ვინაიდან ხდება, როგორც პაციენტების მიღება, ასევე გამოჯანმრთელება. იმ შემთხვევაში თუ მობილიზებული საწოლების რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნუსხა კლინიკების, რომლებიც შემდეგ ეტაპზე უზრუნველყოფენ პაციენტებს პერსონალით“, – განაცხადა ტიკარაძემ.