ეკატერინე ტიკარაძე - დღევანდელმა მაჩვენებელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი, საჭირო და დროულიც იყო
ეკატერინე ტიკარაძე - დღევანდელმა მაჩვენებელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი, საჭირო და დროულიც იყო

დღევანდელმა მაჩვენებელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი, საჭირო და დროულიც იყო, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„რა თქმა უნდა, შემდეგ დღეებში კიდევ ველოდებით ინფექციის აღმასვლას და ორი კვირის შემდეგ შეგვეძლება, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად საკმარისი იყო ეს შეზღუდვები და როდის შეიძლება, ვისაუბროთ იმაზე, გარდავტეხეთ თუ თუ არა პიკი“, – განაცხადა ტიკარაძემ. 

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვას უპასუხა, როდისთვის უნდა ველოდოთ პიკის გარდატეხას.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ქვეყანას „პისიარ“ ტესტების, ანტიგენების, სასუნთქი აპარატების და ჟანგბადის შესაბამისი მარაგები, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მარაგები არის და მისი შევსება მიმდინარეობს.

„ქვეყანაში მარაგები არის. ასევე მიმდინარეობს შესყიდვები. ამ პერიოდისთვის გვაქვს ნახევარ მილიონამდე „პისიარ“ ტესტი, იგივე რაოდენობის ანტიგენის ტესტი და დამატებით შესყიდვებზე მიდის კომუნიკაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი