ეკატერინე ტიკარაძე - დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია შვიდი ათასამდე საწოლი, საიდანაც ექვსი ათასამდე საწოლი დაკავებულია
ეკატერინე ტიკარაძე - დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია შვიდი ათასამდე საწოლი, საიდანაც ექვსი ათასამდე საწოლი დაკავებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია შვიდი ათასამდე საწოლი, საიდანაც ექვსი ათასამდე საწოლი დაკავებულია.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მობილიზებული იყოს საწოლები.

„დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 000 პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ოჯახის ექიმები. ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდ-სასტუმროებში და დღეს კლინიკურ სექტორში მობილიზებული არის 7000-მდე საწოლი, საიდანაც 6000-მდე დაკავებულია. მოვუწოდებ, ჩვენს მოსახლეობას, რომ ინტენსიურად ჩაერთონ აცრებში. ასევე არ დაავიწყდეთ, მნიშვნელოვანია ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„ჩვენ მასიური ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავდით ივლისის ბოლოს, აგვისტოს თვეში და სწორედ დათქმულ თარიღებში დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი. შესაბამისი სივრცეები ეწყობა. კონკრეტულად ამ სივრცის მოწყობისთვის (სამედიცინო უნივერსიტეტში) დაგვჭირდა 48 საათზე ნაკლები. როგორც კი ჩვენ დავინახავთ პაციენტების მოთხოვნა არის მაღალი, დაემატება აცრის სივრცეები. არ არსებობს საქართველოში არანაირი დეფიციტი არც ერთი ვაქცინის“, – განაცხდა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი