ეკატერინე ტიკარაძე - დღეის მდგომარეობით, საქართველოში პნევმონიის მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება
ეკატერინე ტიკარაძე - დღეის მდგომარეობით, საქართველოში პნევმონიის მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმონიის მქონე პირთა დამატება გასატესტ ჯგუფებში ამ ეტაპზე არ იგეგმება.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში პნევმონიის მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება.

„ყოველდღიურ რეჟიმში უკვე ერთი თვეა ვახორციელებთ დაკვირვებას პნევმონიის სტატისტიკასთან მიმართებაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, ყველა დაავადებასთან მიმართებაში, სტატისტიკის დამუშავება სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა ყოველწლიურად.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ აღინიშნებოდა პნევმონიის მნიშვნელოვანი მატება, ასევე ჩვენ ვიყენებთ სხვადსხვა სენტინელურ დაკვირვების მეთოდოლოგიას და ამ კვლევის საფუძველზე, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ როგორი ტესტირება იქნება შემდგომში მიღებული. ამ ეტაპისთვის ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა გარკვეული გამკაცრებები, ზედამხედველობის და მონიტორინგის გამკაცრება დაავადების ამოცნობასთან დაკავშირებით იგეგმება. შემდგომ უკვე დაიგეგმება, თუ როგორ მეთოდით გავაგრძელებთ ჩვენ ტესტირებას კოვიდთან მიმართებაში“,-განაცხადა ტიკარაძემ.