ეკატერინე ტიკარაძე - დაჯავშნილი რაოდენობის გარდა, საერთო ჯამში ხელმისაწვდომი გვექნება „სინოფარმის“ კიდევ 600 000 დოზა
ეკატერინე ტიკარაძე - დაჯავშნილი რაოდენობის გარდა, საერთო ჯამში ხელმისაწვდომი გვექნება „სინოფარმის“ კიდევ 600 000 დოზა

საქართველოს ჯანდაცის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინის იმ რაოდენობის გარდა, რომელიც მოქალაქეების მიერ დღეს უკვე დაჯავშნილია, ვაქცინის დამატებით 600 000 დოზა იქნება ხელმისაწვდომი.

მინისტრის განმარტებით, მათ შორის 250 000 დოზის მიღებას ივნისში ელოდებიან.

„რა თქმა უნდა, დამატებითი დოზები იქნება, ჩვენ უკვე გვაქვს ხელმისაწვდომობა დამატებით კიდევ 100 000 დოზაზე, ივნისის თვეში ველოდებით დამატებით 250 000 დოზას, თუმცა მოლაპარაკება არის კიდევ დამატებით 250 000 დოზაზე. ეს ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, გარდა იმ რაოდენობისა, რომელიც დღეს უკვე სრულად დაჯავშნილია, ჩვენ ხელმისაწვდომი გვექნება „სინოფარმის“ კიდევ 600 000 დოზა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.