ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ტესტის ყველა სახეობა იყოს გამოყენებული ეფექტურად
ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ტესტის ყველა სახეობა იყოს გამოყენებული ეფექტურად

ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი რჩება, რომ ექიმის მხრიდან დეტალური ანალიზი მომზადდეს და მხოლოდ შემდეგ მოხდეს პაციენტზე მიზნობრივი ტესტირება, რომელსაც ჩვენ დღემდე ვიყენებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ტესტის ყველა სახეობა გამოყენებული იყოს ეფექტურად.

„ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომ ვინაიდან „კოვიდინფექციის“ დაფიქსირება ყველა მისი სიმპტომის გამოვლენისა და ასევე, მისი გავრცელების ეტაპზე სხვადასხვა ტესტით ხერხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტესტის სახეობა იყოს გამოყენებული ეფექტურად. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება, რომელზეც საბჭო ჯერ კიდევ მსჯელობს, მიღებული იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების კვლევაზე კლინიკებში. დღეს, როდესაც საბჭო დაამთავრებს მუშაობას, ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ალგორითმის გაფართოებაზე მსჯელობენ.