ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთან ხელოვნური სუნთქვის აპარატი არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია, თუმცა გვაქვს საკმარისი რაოდენობა
ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთან ხელოვნური სუნთქვის აპარატი არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია, თუმცა გვაქვს საკმარისი რაოდენობა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გუბერნატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკვე მომზადებულია ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება მოხდება.

„ჩვენთან ჯერ არ დამდგარა საჭიროება, გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე ყველა სტაციონარში გვაქვს მობილიზებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ეს არის ეტაპობრივი გართულება, რომლისთვისაც მზაობა ყველა შერჩეულ საავადმყოფოს ეტაპობრივად შეუძლია.  მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ამ ეტაპზე არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. მიუხედავად ამისა, დღეს უკვე გვაქვს მომზადებული 150 სუნთქვის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება. ასევე ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ როგორც პირველად ჯანდაცვის რგოლთან, ასევე სხვა ექიმებთანაც, რომლებიც სტაციონარში მკურნალობენ პაციენტებს. დღეისათვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად, ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებსა და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება“, – განაცხადა ტიკარაძემ.