ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი სურვილია, შეზღუდვების მოხსნის დაჩქარება, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის მაღალ პასუხისმგებლობასაც
ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი სურვილია, შეზღუდვების მოხსნის დაჩქარება, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის მაღალ პასუხისმგებლობასაც

ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, თუმცა აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორისა და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს, რათა ხელი შეუწყობს ბიზნესს, რომ მან შეძლოს გააქტიურება და გახსნის ღონისძიების დაჩქარება.

„ბოლო სამი თვის მანძილზე ვიხილეთ, როგორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამის შედეგადაც სამთავრობო გუნდმა შეძლო და კორონავირუსის ინფექციასთან მიმართებაში დადო საუკეთესო შედეგები. სწორედ ახლა დადგა დრო, როდესაც კერძო სექტორს ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა, მუშაობს, რათა ხელი შეუწყობს ბიზნესს, რომ მან შეძლოს გააქტიურება და გახსნის ღონისძიების დაჩქარება მთავრობის გუნდთან ერთად. ამისათვის საჭიროა მათი რეგისტრაცია და მზაობის დაფიქსირება. მოვუწოდებ ყველას, მოხდეს დროული დარეგისტრირება და მომზადება, რათა მთავრობის მხრიდან დაგეგმილი ყველა ღონისძება განხორციელდეს შეფერხების გარეშე“, – განაცხდა ეკატერინე ტიკარაძემ.