ეკატერინე ტიკარაძე – ჩვენი პაციენტების გამოჯანმრთელებაზე დაკვირვებით, ამ ეტაპზე მკურნალობის ტაქტიკაში ცვლილების შეტანა გადაწყვეტილი არ არის

21:52, 28.04.2020

საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე დღეს სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენებული არაერთი ახალი მიდგომა განიხილეს.

„ჩვენ განვიხილეთ არაერთი ახალი მიდგომა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იქნა გამოყენებული, ასევე ბატონ თენგიზ ცერცვაძეს ექნება განხილვები, როგორც ჟენევის, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან და იმის შემდგომ, თუ რა გამოცდილებას გაუზიარებენ და რამდენად იქნება ეს მნიშვნელოვანი, აპრობირებული და შედეგებზე ორიენტირებული, იმის მიხედვით მივიღებთ უკვე შემდგომ გადაწყვეტილებას.

ამ ეტაპისთვის, გამომდინარე იქედან, რა დაკვირვებასაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი პაციენტების გამოჯანმრთელებაზე, დღესდღეობით, ჩვენ არ გადაგვიწყვეტია რაიმე ცვლილების შეტანა მკურნალობის ტაქტიკაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი