ეკატერინე ტიკარაძე - ბევრი მომწოდებელი იმყოფება დღეს ბაზარზე და კორონავირუსის ტესტის ხარისხზე შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს
ეკატერინე ტიკარაძე - ბევრი მომწოდებელი იმყოფება დღეს ბაზარზე და კორონავირუსის ტესტის ხარისხზე შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს

ძალიან ბევრი მომწოდებელი იმყოფება დღეს ბაზარზე და ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, აქედან  გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოხდეს ტესტების ხარისხის შემოწმება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს სამთავრობო მოლაპარაკებები კორეასთან და ჩინეთთან, რადგან ამ ქვეყნებს აქვთ ყველაზე საუკეთესო გამოცდილება კორონავირუსის ტესტირებასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას შემდეგს – ძალიან ბევრი მომწოდებელი იმყოფება დღეს ბაზარზე და ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოხდეს ტესტების ხარისხის შემოწმება, რათა არ გვქონდეს გადაცდომა რისი შედეგიც შეიძლება იყოს სავალალო ჩვენი მოქალაქეებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას აქვს აღებული სრული პასუხისმგებლობა ადამიანების მკურნალობაზე, გვინდა, რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც გვქონდეს მაქსიმალურად მკაფიო გეგმა და უმაღლესი ხარისხი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი