ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვთა ცხელი ხაზი 111, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა, მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით
ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვთა ცხელი ხაზი 111, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა, მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით

ბავშვთა ცხელი ხაზი 111, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა, მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, რომ მათი საჭიროებები გადაეცეს ონლაინ კლინიკას.

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს – ბავშვთა ცხელი ხაზი – 111, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა, მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით და არა მხოლოდ.

ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, რომ მათი საჭიროებები გადაეცეს ონლაინ კლინიკას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში არის დაარსებული და ყველაფერი იქნება ასევე აყვანილი თამარ ბარკალაიას პირადი კონტროლის ქვეშ, რომ ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებს, ასევე მშობლებს აქვთ კოვიდის პანდემიის შემთხვევაში, იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეაგირება განხორციელდეს ყოველივეზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.