ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ში ამერიკის დაავადებათა კონრტოლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ში ამერიკის დაავადებათა კონრტოლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონრტოლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკება, ცენტრის ვაშინგტონის ოფისში გაიმართა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრაზე, საუბარი იყო ყველა მიმდინარე თუ სამომავლო პროექტზე, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად ხორციელდება. მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის მიმდინარეობაში ცენტრი უშუალოდ არის ჩართული.

ჯანდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. დაიგეგმა ცენტრის წარმომადგენელთა საპასუხო ვიზიტი საქართველოში.

„მინისტრთან ძალიან წარმატებული შეხვედრა გვქონდა. რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საქართველომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის შექმნის კუთხით უბადლო სამუშაოები ჩაატარა. გვჯერა, რომ საქართველოში ჩვენი ოფისის საქმიანობას სამომავლოდაც დადებითი გავლენა ექნება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფისის დირექტორმა მიტჩელ ვოლფმა.