ეკატერინე ტიკარაძე - არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება
ეკატერინე ტიკარაძე - არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ყველა კლინიკის ლიცენზირება თანაბრად მკაცრდება.

რაც შეეხება კლინიკების შემცირების საკითხს, მინისტრი ამბობს, რომ არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება.

„კლინიკების უპრეცედენტო რიცხვი გვაქვს, უპრეცედენტო რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში. ეს არის კონკურენციის საკითხი, რასაც ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება. არ გამორიცხავენ, რომ ტარიფების გათანაბრებამ კლინიკების შემცირება გამოიწვიოს.

6 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება კონკურენციას დაარეგულირებს და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს ქმნის, რომელშიც ოთხი საავადმყოფო გაერთიანდება.ჰოლდინგი ერთიან კონცეფციაში მოექცევა და სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში იქნება.