ეკატერინე ტიკარაძე - არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება, მინდა, ვთხოვო ყველას, ამის დრო არ არის
ეკატერინე ტიკარაძე - არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება, მინდა, ვთხოვო ყველას, ამის დრო არ არის

არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება, შეეხება ეს ანაზღაურებას, თუ მადლობის გადახდას, მინდა, ვთხოვო ყველას, დღესდღეობით არ არის დრო, რომ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს რავა ათასზე მეტი საწოლი არის მობილიზებული, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არის დაკავებული, თუმცა ინტენსიურად ხდება პაციენტების გაწერა და გაწერის შედეგად, თავისუფლდება გარკვეული რაოდენობა საწოლების, რომლის შევსებაც ხდება ძალიან მალე.

„დღესაც კი, ექვსი ათასამდე ახალი შემთხვევა გვაქვს. დღესდღეობით საქართველოში არის 57ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ეს არის საკმაოდ მაღალი დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, მიუხედავად ამისა, ჩვენი ექიმების დახმარებით არც ერთი პაციენტი არ რჩება მომსახურების გარეშე. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ყველა ექიმს, რომელიც პირველი დღიდან არის ჩართული ამ პროცესში. მინდა აღვნიშნო შემდეგი ფაქტი, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდის და ექიმების დაპირისპირება, შეეხება ეს ანაზღაურებას, თუ მადლობის გადახდას ექიმების მიმართ. მინდა ვთხოვო ყველას, დღესდღეობით არ არის იმის დრო, რომ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან არის დაცული ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ თითქმის წელიწადია, ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დეტალურად გაწერილი და საკმაოდ მაღალი არის მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით საბჭოს მხრიდან გუშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფო მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმისდა მიუხედავად, თუ სად, რომელ რეგიონში არიან ისინი დასაქმებული, რადგან ჩვენთვის ნამდვილად არის გულთან მისატანი სამუშაო, რომელსაც ექიმები წევენ ჩვენი პაციენტებისთვის და ყველანაირად ვეცდებით, ვიდგეთ მათ გვერდით“, – განაცხადა ტიკარაძემ.