ეკატერინე ტიკარაძე - არ მინდა, ბრალეულობა გადავიდეს პაციენტების მხარეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება, ყველაფერში დამნაშავე ჯანდაცვის სექტორი იყოს
ეკატერინე ტიკარაძე - არ მინდა, ბრალეულობა გადავიდეს პაციენტების მხარეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება, ყველაფერში დამნაშავე ჯანდაცვის სექტორი იყოს

არ მინდა, ბრალეულობა გადავიდეს პაციენტების მხარეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში დამნაშავე შეიძლება ჯანდაცვის სექტორი იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ახალგაზრდა ქალის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, 27 წლის გოგოს კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოსტირება გვიან მოხდა.

„რაც შეეხება 27 წლის გოგონას შემთხვევას, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. რამდენადაც შევისწავლეთ ეს შემთხვევა, გოგონა ბინაზე გადიოდა მკურნალობას, რამაც გამოიწვია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაც, ვინაიდან იქ დიაგნოსტირებაც იყო გვიანი. მას ტესტირებისთვისაც არ მიუმართავს დროულად. ყოველთვის ვერიდები ამ ფაქტების დეტალიზაციას, ვინაიდან არ მინდა, ბრალეულობა გადავიდეს პაციენტების მხარეს და მინდა, ჯანდაცვის სექტორი იყოს პასუხისმგებელი ყველა ქმედებასა და შედეგზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში დამნაშავე შეიძლება ჯანდაცვის სექტორი იყოს. ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ შესაბამისად“, – განაცხადა ტიკარაძემ.