ეკატერინე ტიკარაძე - ამოქმედებულია ერთლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა და ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, ისარგებლოს
ეკატერინე ტიკარაძე - ამოქმედებულია ერთლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა და ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, ისარგებლოს

3 აპრილიდან ამოქმედებულია ერთლარიანი მედიკამენტების მეორე, ალტერნატიული პროგრამა და ყველა იმ პაციენტს, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ამ პროგრამით სარგებლობდა, შეუძლია, დაუყოვნებლივ ისარგებლოს ახალი პროგრამით, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წამლების ფასისა და ერთლარიანი მედიკამენტების პროგრამის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„წინა წელს ვისაუბრეთ ამ პროგრამის პრობლემატიკაზე და მოსახლეობას არაერთხელ განვუმარტეთ, რომ ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე. 3 აპრილიდან უკვე ამოქმედებულია ერთლარიანი მედიკამენტების მეორე, ალტერნატიული პროგრამა და ყველა იმ პაციენტს, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ამ პროგრამით სარგებლობდა, შეუძლია, დაუყოვნებლივ ისარგებლოს ამ ახალი პროგრამით, რომელიც ეფუძნება ელექტრონულ რეცეპტს. პაციენტები ასევე მკაცრად კონტროლდებიან ექიმების მხრიდან და ჩვენ გვაქვს მუდმივად მონიტორინგის საშუალება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.