ეკატერინე ტიკარაძე - ამერიკის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვარგისიანობა ექვსიდან ცხრა თვემდეა გაზრდილი, შესაბამისად ვადის გასვლის რისკი მოხსნილია
ეკატერინე ტიკარაძე - ამერიკის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვარგისიანობა ექვსიდან ცხრა თვემდეა გაზრდილი, შესაბამისად ვადის გასვლის რისკი მოხსნილია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „ფაიზერის“ არც ერთი ვაქცინა გაფუჭებული არ არის და მისი ათვისების გარანტიაც არსებობს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, გაფუჭებული არ არის არც ერთი ვაქცინა, ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 000 ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც რეალურად არსებობს

„მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ამერიკის წამლის სააგენტო აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინებს დამატებით გაუგრძელდათ ვადა კიდევ სამი თვით და მათი ვარგისიანობა ექვს თვიდან გაზრდილია ცხრა თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით, უკვე სრულად არის მოხსნილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.