ეკატერინე ტიკარაძე -  ამ ეტაპზე, სახელმწიფო სრულად ფარავს ყველა ჩვენი მოქალაქის საჭიროებას კოვიდინფექციასთან დაკავშირებით
ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპზე, სახელმწიფო სრულად ფარავს ყველა ჩვენი მოქალაქის საჭიროებას კოვიდინფექციასთან დაკავშირებით

ამ ეტაპისთვის, სახელმწიფო სრულად ფარავს ყველა ჩვენი მოქალაქის საჭიროებას კოვიდინფექციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება კოვიდინფექციის მკურნალობის დაფინანსებაში კერძო სადაზღვევო კომპანიების შესაძლო ჩართულობას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ამ ეტაპისთვის, სახელმწიფო სრულად ფარავს ყველა ჩვენი მოქალაქის საჭიროებას კოვიდინფექციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ როგორც ჰოსპიტალური სექტორი, ასევე სადაზღვევო სექტორი არაერთგვაროვნად იყო საქართველოში განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქის ინტერესი იყოს სრულიად დაცული. ვითვალისწინებთ იმ პაკეტების მოცულობას და პაკეტებში ჩვენი მოქალაქეების თანამონაწილეობას, რომელიც მათ გააჩნიათ.

ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ მიმდინარეობს, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ ამნაზღაურებლად ამ სექტორში და კოვიდინფექციის მატარებელ პაციენტებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.