ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის
ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის

ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმით“ აცრა.

„ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებულია და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება, იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის. ამას ვერ დავადასტურებ, რადგან ეს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში ექსპერტების ჩართულობით“, – განაცხადა ტიკარაძემ.